• 08-05-2022
    VIDEO: ელიგაში მორიგი ლამაზი გოლი გავიდა
    VIDEO: ელიგაში მორიგი ლამაზი გოლი გავიდა

    ამ წუთებში ეროვნული ლიგის მე-12 ტური მიმდინარეობს. ბოლნისის "სიონი" თბილისის "დინამოს" მასპინძლობს. პირველი ნახევრის შემდგომ ანგარიშია 2-4. ბოლნისელებმა 0-2 სხვაობა 2-2-მდე აღმოფხვრეს, თუმცაღა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა დაწინაურება მაინც მოახერხა.


    სტანისლავ ბილენკიმ მასპინძლების კარი ულამაზესი დარტყმით აიღო და დუბლი გაიფორმა. თბილისელთა მხრიდან თავი უსმანე კამარამ და გიორგი გაბედავამაც გამოიჩინეს. ხოლო"სიონიდან" გოლის ავტორები ნიკა და ლუკა ხორხელები არიან. წინ შეხვედრის მეორე ნახევარია.

    Facebook კომენტარები