• 26-07-2023
    რა უთხრა მაგუაიერმა ბრუნოს, როცა ის ახალ კაპიტნად დასახელდა - ფერნანდეშის განცხადება
    რა უთხრა მაგუაიერმა ბრუნოს, როცა ის ახალ კაპიტნად დასახელდა - ფერნანდეშის განცხადება
    Author of the article
    Aa

    ერიკ ტენ ჰაგის გადაწყვეტილებით, ჰარი მაგუაიერს "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის სამკლავური ჩამოერთვა.

    გუნდის ახალი კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში გახდა, რომელმაც განაცხადა, თუ რა უთხრა მას მაგუაიერმა.

    "როდესაც კაპიტნად დამასახელეს, მაგუაიერი ჩემთან მოვიდა, მომილოცა და მითხრა, რომ ჩემს გამო ძალიან ბედნიერია.

    მისი პოზიცია მესმის, ის ახლა საუკეთესო სიტუაციაში არ არის. ეს მისთვის რთული მომენტია, მაგრამ მაინც მომილოცა.

    კაპიტნობა დიდი პატივია და ისეთი რამ არის, რაზე ვერც კი ვოცნებობდი, ეს ოცნებაზე მეტია" , - ამბობს ბრუნო.

    Facebook კომენტარები