• 26-07-2023
    "ბარსელონა" კატარელებისგან 100 მილიონ ევროს მიიღებს
    "ბარსელონა" კატარელებისგან 100 მილიონ ევროს მიიღებს
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" მოულოდნელი შემოსავალი გაუჩნდა, რითაც კლუბს ყველა დასარეგისტრირებელი ფეხბურთელის დარეგისტრირების საშუალება მიეცემა.

    Sport-ს თუ დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" კატარულ ინვესტიციას მიიღებენ.

    კლუბი აღნიშნულის შესახებ ხვალ გამოაცხადებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ბლაუგრანას" ბიუჯეტში დაახლოებით 100 მილიონი ევრო შევა.

    შემოსავალს მხარეები ზუსტად თანაბრად გაიყოფენ.

    წყაროს თანახმად, ლა ლიგამ ოპერაცია უკვე დაამტკიცა.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" 9 ფეხბურთელი უნდა დაარეგისტრიროს. ესენი არიან: ალეხანდრო ბალდე, რონალდ არაუხო, მარკოს ალონსო, სერხი რობერტო, პაბლო გავი, ინიაკი პენია, ილქაი გიუნდოგანი, ინიგო მარტინესი და ორიოლ რომეუ.

    Facebook კომენტარები