• 29-07-2023
    ვინისიუსი: "არაუხო საუკეთესო მცველია, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ"
    ვინისიუსი: "არაუხო საუკეთესო მცველია, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო "ელ კლასიკოებს" განსაკუთრებულ ხიბლს ვინისიუს ჟუნიორსა და რონალდ არაუხოს დაპირისპირება ჰმატებს.

    ვინაიდან ჩავი ერნანდესი მადრიდის "რეალთან" მატჩის დროს ურუგვაელს მარჯვენა მცველად აყენებს, მას ვინისთან პირისპირ თამაში უწევს.

    ამ დუელზე თავად ბრაზილიელმა ვინგერმაც ისაუბრა და მედიასთან საინტერესო რამ განახადა.

    "არაუხო საუკეთესო მცველია, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ.

    "ის სწრაფი და, ამავდროულად, ფიზიკურად ძალიან ძლიერია, რის გამოც მის წინააღდეგ თამაში ურთულესია", - განაცხადა ვინისიუსმა.

    Facebook კომენტარები