• 30-07-2023
    "ჩელსიმ" აქსელ დისასის ტრანსფერი დახურა
    "ჩელსიმ" აქსელ დისასის ტრანსფერი დახურა
    ავტორი
    Aa

    ლონდონის "ჩელსიმ" "მონაკოსთან" 25 წლის მცველის, აქსელ დისასის ტრანსფერზსე შეთანხმებას მიაღწია. "არისტოკრატები" ფრანგ ფეხბურთელში 45 მილიონ ევროს გადაიხდიან.

    ახალგაზრდა უკანახაზელის დამატება ლონდონელებს მას შემდეგ დასჭირდათ, რაც მათმა ცენტრალურმა მცველმა უესლი ფოფანამ ჯვარედინი მყესები გაწყვიტა. ფოფანა მომავალი სეზონის ბოლომდე ვერ დაბრუნდება, მისი არყოფნით გაჩენილი სიცარიელე კი აქსელმა უნდა შეავსოს.

    დისასი "მონაკოს" 2020 წელს, "რეიმსიდან" შეუერთდა. მონეგასკებმა მის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გაიღეს.

    "მონაკოში" აქსელმა 118 მატჩი ითამაშა. მას 4-ჯერ აქვს ნათამაშები საფრანგეთის ნაკრების მაისურით. დისასის დებიუტი "მამლებში" 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ტუნისის ნაკრების წინააღმდეგ შედგა.

    2023 წლის ზაფხულში ეს "ჩელსის" მესამე დანამატია. ლონდონელებმა იქამდე კრისტოფერ ნკუნკუ და ნიკოლას ჯექსონი გაიფორმეს. 

    Facebook კომენტარები