• 18-05-2022
    არველაძეს "ჰალში" მიქაუტაძის წაყვანა სურს
    არველაძეს "ჰალში" მიქაუტაძის წაყვანა სურს

    შოთა არველაძემ "ჰალში" თავისი პირველი სეზონი (არასრული, რადგან გუნდს სათავეში იანვარში ჩაუდგა) უკვე ჩაამთავრა, გუნდი ჩემპიონშიფში დატოვა და უკვე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის შეუდგა მზადებას.


    თუ Geo Team-ს ვენდობით, ქართველ სპეციალისტს "ვეფხვების" რიგებში თავისი თანამემამულის, გიორგი მიქაუტაძის ხილვა უნდა.


    არველაძემ უკვე მისცა მითითება "ჰალ სიტის" სკაუტებს, რომ 21 წლის ცენტრფორვარდის ტრანსფერზე დაიწყონ მუშაობა.


    ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს ამაზე ახალგაზრდა შემტევს, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, ისეთი მაღალი დონის ტურნირში მონაწილეობა, როგორიც ჩემპიონშიფია, მას არ უნდოდეს.


    შეგახსენებთ, რომ გიორგი ამჟამად "მეცის" საკუთრებაში იმყოფება, მაგრამ გასული სეზონი ბელგიურ "სერენში" გაატარა. ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში მიქაუტაძემ 13 გოლი გაიტანა და "სერენის" იუპერლიგაში დარჩენაში მთავარი წვლილი შეიტანა.


    "მეცთან" კონტრაქტი ქართველ ფორვარდს 2025 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა