• 01-08-2023
    ტრანსფერი საკმაოდ რეალურია - "ნაპოლის" ფეხბურთელი, შესაძლოა, MLS-ში წავიდეს
    ტრანსფერი საკმაოდ რეალურია - "ნაპოლის" ფეხბურთელი, შესაძლოა, MLS-ში წავიდეს

    იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმის შანსი, რომ ირვინ ლოსანო აშშ-ის ჩემპიონატში წავიდეს, საკმაოდ რეალურია.

    როგორც იწერება, მექსიკელმა "ლოს ანჯელესთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და უდიდესი ალბათობით ამერიკულ კლუბს შეუერთდება.

    აღსანიშნავია, რომ 28 წლის შემტევმა მანამდე ისეთი კლუბების შეთავაზებები დაბლოკა, როგორებიც "ევერტონი", "ლიდსი", "სტოკ სიტი" არიან.

    აქვე გეტყვით, რომ მექსიკელი თავდამსხმელი "პარტენოპეის" 2019 წელს შეურთდა და აურელიო დე ლაურენტისს მისი შეძენა 40 მილიონ ევრომდე დაუჯდა.

    Facebook კომენტარები