19-05-2022

ოფიციალურად: გიორგი ნიქაბაძე წყალტუბოს “სამგურალს” შეუერთდა

ავტორი
წყალტუბოს "სამგურალმა" 31 წლის ფეხბურთელი, გიორგი ნიქაბაძე დაიმატა.
გამოცდილი ფეხბურთელი იმერულ გუნდს მალტური "გუდიადან" შეუერთდა.
31 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში ბათუმის "დინამოს" მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, გიორგი ნიქაბაძეს კარიერის მანძილზე თბილისის "მერანში", ფოთის "კოლხეთში", ლანჩხუთის "გურიაში" "ბანგაში", "გუდაიასა" და ბათუმის "დინამოში" უთამაშია.
ტეგები:
Facebook კომენტარები