22-05-2022

თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივი" მარტივად დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივმა" შინ თბილისის "დინამო" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი მოისწრაფიშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა.
მატჩის 65-ე წუთზე კი ანრი მექვაბიშვილმა ბრწყინვალე შორეული გასროლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
15 ტურის შემდეგ თბილისის "დინამო" ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფება, "ლოკომოტივი" კი ბოლო ადგილს იკავებს.
კახა ცხადაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას "თელავის" წინააღმდეგ ჩაატარებს, თბილისის "ლოკომოტივი" კი გორის "დილას" ესტუმრება.
ტეგები:
Facebook კომენტარები