• 03-08-2023
    რომან დოლიძე: “ვერატი მტრის სიძულვილმა კულტურა არ უნდა დაგვაკარგინოს”
    რომან დოლიძე: “ვერატი მტრის სიძულვილმა კულტურა არ უნდა დაგვაკარგინოს”

    UFC-ის მებრძოლმა, რომან დოლიძემ ბოლო დროს საქართველოში მომხდარ ფაქტებზე ისაუბრა:

    “მე ქარ­თვე­ლი ვარ! სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვიდე­ქი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით! ეს ჩემი არჩე­ვა­ნი­ცაა და მო­ვა­ლე­ო­ბაც! რო­დე­საც არჩევნების ციებცხე­ლე­ბი­სას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძრაობის" აქ­ტი­ვისტ წარ­მო­მად­გენ­ლებს ქართული დრო­შა წა­არ­თვეს და გა­თე­ლეს, მე პროტეს­ტი გან­ვა­ცხა­დე. მა­შინ “ ნა­ცად” შემ­რა­ცხეს. რო­დე­საც ბუბა კი­კა­ბი­ძეს შევ­ხვდი, ადა­მი­ანს, რომე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ვა­ფა­სებ­დი, ადამია­ნი, რო­მელ­მაც რუ­სე­თი­სად­მი პრო­ტესტს სიცო­ცხლის ბო­ლომ­დე უერ­თგუ­ლა, მა­ში­ნაც “ნაცი” ვი­ყა­ვი.

    რო­დე­საც ბა­თუ­მის ქა­ო­სურ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ზე ვისა­უბ­რე და ვთქვი, ამ მხრივ დე­და­ქა­ლა­ქი შედარე­ბით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ა­ მეთქი, კახა კა­ლა­ძის მა­ქე­ბე­ლი და “ქოცი”მე­ძა­ხეს.

    ახლა, როცა ვხე­დავ ქარ­თველ კაცს, ქა­ლე­ბის გარემოც­ვა­ში, ერთ ხელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით და მე­ო­რე ხელ­ში “იდი ნა­...უი” პლა­კა­ტით და ვამბობ, ხალხნო, თქვენ გვერ­დით ვარ და ვი­ზი­ა­რებ თქვენს პრო­ტესტს, მაგ­რამ არ და­ვეშ­ვათ ასე. მა­შინ ჩემი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი მო­ღა­ლა­ტედ მრა­ცხა­ვენ.

    სი­მარ­თლეს ვე­ღარ ვხე­დავ. მე 2009 წელ­ს სასწავლებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი. წლე­ბი ვიცხოვრე იქ. უკ­რა­ი­ნა ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, ახლაც უკ­რა­ი­ნა­ში იზ­რდე­ბა ჩემი შვი­ლი. ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა ჩემი მთა­ვა­რი სახ­ლი და სამ­შობ­ლო მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოა. მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში შე­მეძ­ლო მე­ცხოვ­რა, მაგ­რამ მე იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, სა­ი­და­ნაც სამწუხა­როდ, უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ წასვლა­ზე ფიქ­რობს და ოც­ნე­ბობს, მე კი დავბრუნდი, დავ­ბრუნ­დი იმ იმე­დით და განზრახვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რა­ი­მე სასიკე­თო გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ ჩემი სა­ქარ­თვე­ლოც შეც­ვლი­ლა...

    მე არ ვარ არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის საკუთრე­ბა! მეც მტკი­ვა ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის მავ­ნე პო­ლი­ტი­კა; მეც მახ­სოვს ის­ტო­რია, მახ­სოვს 9 აპ­რი­ლი, პატ­რი­ო­ტი ხალ­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბა, 16 წლის თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძე, რო­მელ­მაც თავის მეგობრებ­თან ერ­თად ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა. მახ­სოვს გი­ორ­გი ანწუ­ხე­ლი­ძე, და­უ­ჩო­ქე­ბე­ლი ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლო!

    ვგრძნობ, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

    რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ბოლო ვი­დეოპოსტს, კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს, მე ვუჭერ ხალ­ხის ლე­გი­ტი­მურ პრო­ტესტს მხარს, მაგრამ არ მომ­წონს მისი გა­მო­ხატ­ვის ეს ფორ­მა. ერთი ადა­მი­ა­ნი რომ მე­ო­რეს დე­დას აგი­ნებს, მაგინე­ბელ­ზეც მე­ტყვე­ლებს. ვე­რა­გი მტ­რის სიძულვილ­მა კულ­ტუ­რა არ უნდა დაგ­ვა­კარ­გი­ნოს. მე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით ვარ, იმი­ტომ, რომ ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოა", - განაცხადა რო­მან დოლიძემ.

    მომზადებულია Ambebi.ge-ს მიხედვით. 

    ტეგები:
    Facebook კომენტარები