• 03-08-2023
    "ბარსა" კანსელუს შეუთანხმდა - ტრანსფერი ახლოვდება
    "ბარსა" კანსელუს შეუთანხმდა - ტრანსფერი ახლოვდება
    Author of the article
    Aa

    ჟოაუ კანსელუმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი შეათანხმა. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

    პორტუგალიელ ფლანგელს "ბლაუგრანაში" უნდა გადასვლა და მისი ტრანსფერის განხორციელებას ითხოვს ჩავი ერნანდესიც. ახლა მოლაპარაკებები "ბარსასა" და "მანჩესტერ სიტის" შორის მიმდინარეობს.

    ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იმ თანხის ნაწილის გამოყენებას აპირებენ, რომელსაც ისინი უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" წასვლის შედეგად მიიღებენ.

    კატალონიელები პარალელურად მუშაობენ კიდევ ერთ მარჯვენა მცველთანაც. საქმე ეხება "რეალ ვალიადოლიდის" ესპანელ ტალანტს, ივან ფრესნედას. "ბარსელონაში" უნდათ, რომ ფრესნედა დაბევებული ჰყავდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუ კანსელუს ტრანსფერი ვერ შედგება.

    სხვათა შორის, გუშინ გაჟღერებული ცნობების მიხედვით, 29 წლის პორტუგალიელი ხელფასის დაკლებისთვისაც მზადაა. ეს "ბარსას" საქმეს ნამდვილად უიოლებს.

    Facebook კომენტარები