• 26-05-2022
    საოცარი შეხვედრა! - ბათუმის “დინამომ” და “სამგურალმა” ქულები გაიყვეს
    საოცარი შეხვედრა! - ბათუმის “დინამომ” და “სამგურალმა” ქულები გაიყვეს

    საქართველოს ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" შინ წყალტუბოს "სამგურალი" მიიღო. შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა.


    მატჩი მეტად სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის მე-7 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა, მალევე ილია ახვლედიანმა წონასწორობა აღადგინა, 3 წუთში ჯოვინო ფლამარიონმა აჭარული გუნდი კვლავ დააწინაურა.


    შეხვედრის მე-18 წუთზე ჯეფერსონმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის 41-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა ბათუმელები წინ გაიყვანა.


    ეს დასასრული არ არის. მეორე ტაიმში გუნდებმა კვლავ საოცარი თამაში შემოგვთავაზეს. მატჩის 54-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ წონასწორობა აღადგინა, შეხვედრის 65-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გაიტანა. გიორგი მიქაძის გუნდი არ დანებდა, შეხვედრის 83-ე წუთზე ნიკა კალანდრიშვილმა გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.


    16 ტურის შემდეგ ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილს იკავებს, გიორგი მიქაძის გუნდი კი მე-3 ადგილზე იმყოფება.


    გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას "გაგრას" წინააღმდეგ ჩაატარებს, "სამგურალი" კი თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა