11-08-2023
ზაგრების გრან პრი! - ტურნირზე 2 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
Author of the article
18-20 აგვისტოს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს გრან პრი გაიმართება.
ზაგრების გრან პრიზე 2 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
ხორვატიის დედაქალაქში საქართველოს ღირსებას საბა გრიგალაშვილი და ლუკა კაპანაძე დაიცავენ.
საბა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს, ლუკა კაპანაძე კი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ზაგრების გრან პრიზე 88 ქვეყნის 558 სპორტსმენია დარეგისტრირებული.
ტეგები:
Facebook კომენტარები