08-06-2022

ოფიციალურად: ლევან კორღალიძემ “საბურთალო” დატოვა

ავტორი
ახაგაზრდა სპეციალისტმა, ლევან კორღალიძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "საბურთალო" დატოვა.
ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კორღალიძემ თბილისურ გუნდთან ერთად 2021 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს ლევან კორღალიძის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე.
საგულისხმოა, რომ დედაქალაქური გუნდი კორღალიძის ასისტენტმა, ნიკოლოზ გუშარაშვილმაც დატოვა.
საფეხბურთო კლუბი მწვრთნელებს მადლობას უხდის გაწეული შრომისათვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები