• 11-06-2023
    ისტორია დაწერილიაა! - პეპ გვარდიოლამ გენიალური შედეგი დააფიქსირა
    ისტორია დაწერილიაა! - პეპ გვარდიოლამ გენიალური შედეგი დააფიქსირა

    როგორ მოგეხსენებათ, “მანჩესტერ სიტი” ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.

    ”ქალაქელებმა” ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში “ინტერს” როდრის გოლით, მინიმალური სხვაობით 1:0 სძლიეს.

    აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

    პეპი ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც 2 ტრიპლეტის მოგება მოახერხა.

    წელს “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი მოიგო.

    მსგავსი შედეგის დაფიქსირება ესპანელმა სპეციალისტმა კატალონიის “ბარსელონასთან” ერთად 2011 წელსაც მოახერხა.

    Facebook კომენტარები