• 20-08-2023
    "ბარსელონას" სავარაუდო XI "კადისთან" მატჩისთვის
    "ბარსელონას" სავარაუდო XI "კადისთან" მატჩისთვის

    "ბარსელონას" დღეს ლა ლიგის მე-2 ტურის მატჩი ელოდება. კატალონიელები შინ "კადისს" მიიღებენ.

    SPORT-ის ვარაუდით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

    მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

    დაცვა: სერხი რობერტო, ჟიულ კუნდე, ანდრეას კრისტენსენი, ალეხანდრო ბალდე

    ნახევარდაცვა: ფრენკი დე იონგი, პედრი გონსალესი, ილქაი გიუნდოგანი, პაბლო გავი

    თავდასხმა: რობერტ ლევანდოვსკი, ფერან ტორესი

    Mundo Deportivo ძირითად თერთმეტეულში არა პაბლო გავის, არამედ ორიოლ რომეუს ელოდება.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსა" დღეს რაფინიასა (დისკვალიფიკაცია) და რონალდ არაუხოს (ტრავმა) მოისაკლისებს. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები