21-08-2023
ეკატერინე გორგოძე პოლონეთის ღია პირველობის გამარჯვებულია
Author of the article
ქართველო ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე პოლონეთში გამართულ ვროცლავის ღია პირველობის გამარჯვებულია.
ეკატერინემ ITF-8ს 40-იან ტურნირზე წყვილთა თანრიგში სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან ერთად იმარჯვა.
ფინალში ქართულ-სლოვენიური დუეტი მასპინძლებს დარია კუჩერისა და ვერონიკა ევალდს დაუპირისპირდა და 6:4, 4:6, 10:7 მოუგო.
ცნობისთვის, 31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ თავის კარიერაში 57-ე ტიტული მოიპოვა.
ტეგები:
Facebook კომენტარები