

ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივმა" შინ "საბურთალო" მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
მატჩის 22-ე წუთზე ირაკლი ჭიაბრიშვილმა "ლოკომოტივი" დააწინაურა, მატჩის 56-ე წუთზე კი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
"საბურთალომ" ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და შეხვედრის 76-ე წუთზე ვინისიუსის გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ალექსანდრე ინწკირველის გუნდმა იმარჯვა.
საგულისხმოა, რომ "ლოკომოტივმა" ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, შეაბამისად თბილისური გუნდი 3 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, "საბურთალო" კი მეხუთეა.
ცნობისთვის, ლაშა ნოზაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას "თელავის" წინააღმდეგ ჩაატარებს, "ლოკომოტივი" კი ბოლნისის "სიონს" ესტუმრება.
ფოტო: ზიზუ-გიორგი ჯიქია