17-06-2022

ქუთაისის “ტორპედომ” ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ მარტივი გამარჯვება მოიპოვა

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" შინ ბოლნისის "სიონი" მიიღო და კომფორტული ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მატჩის მე-14 წუთზე თავისი სადებიუტო გოლი ლევან მჭედლიძემ გაიტანა, შეხვედრის 45-ე წუთზე აკაკი შულაიამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მატჩის 89-ე წუთზე კი აკაკი შულაიამ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა.
კახა ჩხეტიანის გუნდი მე-7 ადგილზე იმყოფება, ბოლნისის "სიონი" კი მე-9 პოზიციას იკავებს.
ქუთაისის "ტორპედო" მომდევნო შეხვედრას ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს, ბოლნისის "სიონი" კი თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები