• 24-08-2023
    "მსოფლიოს საუკეთესო ფორმაში შევხვდები" -  გოგა ბითაძის კომენტარი მომავალ მსოფლიოსთან დაკავშირებით
    "მსოფლიოს საუკეთესო ფორმაში შევხვდები" - გოგა ბითაძის კომენტარი მომავალ მსოფლიოსთან დაკავშირებით

    26 აგვისტოს საქართველოს საკალთბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას კაბო ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს. 

    ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, გოგა ბითაძემ მომავალ ჩემპიონატზე და საკუთარ კონდიციებზე ისაუბრა: 

    "ჩემს ფორმას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ახლოს ვარ პიკთან. მაგრამ არის პატარ-პატარა ტრავმები, თუმცა საკმარისი დროა, რომ სამედიცინო შტაბთან ერთად მივხედო - მსოფლიოს შევხვდები საუკეთესო ფორმაში და, დარწმუნებული ვარ, ბიჭებიც ასე იქნებიან" 

    "ამ ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია, მაგრამ კაბო ვერდეც და ვენესუელაც ძალიან კარგი, სწრაფი გუნდები არიან, ხოლო რა შეუძლია სლოვენიას, ყველამ იცის. ასე რომ, სამივე მატჩი ძალიან რთული იქნება, მაგრამ სამივეს მოგება შესაძლებელია, თუ ყველაფერს შევასრულებთ, რასაც მწვრთნელები გვავალებენ", - განაცხადა გოგამ. 

    აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდე, ვენესუელა და სლოვენია იქნებიან.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები