21-06-2022

ბოლნისის “სიონმა” “ლოკომოტივი” გაანადგურა

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ბოლნისის "სიონმა" შინ თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
მატჩის მე-16 წუთზე ანგარიში ირაკლი ჭიაბრიშვილის ავტო-გოლით გაიხსნა. შეხვედრის მე-19 წუთზე ივან ფოცხვერიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. მალევე გიორგი ომარაშვილმა სხვაობა შეამცირა.
მატჩის 53-ე წუთზე ლუკა ხორხელმა ბოლნისელთა უპირატესობა გაზარდა, შეხვედრის 55-ე წუთზე ნიკა ხორხელმა სეზონის მე-7 გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს კი ნიკა გამბარაშვილმა საბოლოო წერტილი დასვა.
უჩა სოსიაშვილის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-8 პოზიციას იკავებს, "ლოკომოტივი" კი ბოლო ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, ბოლნისის "სიონი" მომდევნო შეხვედრას ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატრებს, ალექსანდრე ინწკირველის გუნდი კი "თელავს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები