• 12-06-2023
    კვარაცხელიას მორიგი აღიარება - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე
    კვარაცხელიას მორიგი აღიარება - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე

    გასაოცარი სადებიუტო სეზონის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოსგან არაერთი  აღიარება მოიპოვა, ამ სიას კიდევ ერთი შეემატა.

    ქართველი შემტევი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

    როგორც ჩანს, კვარას მიერ ლამაზად მოტყუებული მცველები და საგოლე მოქმედებები ყველას კარგად დაამახსოვრდა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ გასული წლის გათამაშებაში თავი 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები