• 27-08-2023
    “ატლანტა იუნაიტედის” მწვრთნელი: “საბა ლობჟანიძისგან ამას მოველი”
    “ატლანტა იუნაიტედის” მწვრთნელი: “საბა ლობჟანიძისგან ამას მოველი”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ატლანტა იუნაიტედის” ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ MLS-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და პირველი გოლის გატანაც შეძლო.

    საბამ ტიაგო ალმადასთან ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ “ნეშვილის” კარი აიღო.

    შეხვედრის შემდეგ “ატლანტა იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, გონსალო პინედამ საბა ლობჟანიძის შესახებ ისაუბრა:

    “საბა საქართველოდან ჩამოფრინდა. მას საკმაოდ ხანგრძლივი ფრენა ჰქონდა. პირველივე დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. მოლოდინი საკმაოდ დიდი იყო. მას არა მხოლოდ მე და გუნდი, არამედ ქომაგებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ. უშუალოდ მე იმას ველოდებოდი, თუ როგორ მოერგებოდა გუნდს და თანაგუნდელებს.

    მე მისგან გოლს და საგოლე გადაცემებს მოველი. თამაშში მშვენივრად ჩაერთო, ეს უბრალოდ გოლი არ ყოფილა. მან გოლამდე ტიაგო ალმადასთან გენიალური კომბინაცია გაითამაშა.

    იმედი მაქვს, რომ ამ გოლის შემდეგ უფრო თავდაჯერებული იქნება და ადაპტაციას მალე გაივლის. ვფიქრობ, რომ მისგან უფრო მეტია მოსალოდნელი”. - განაცხადა პინედამ.

    Facebook კომენტარები