• 28-08-2023
    გიორგი მიქაუტაძე “აიაქსში” მიდის? - ტრანსფერი ახლოვდება
    გიორგი მიქაუტაძე “აიაქსში” მიდის? - ტრანსფერი ახლოვდება

    როგორც მოგეხსენებათ, უახლოეს დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის შეძენით “აიაქსი” დაინტერესდა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, რეონ ბოერინგას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძეს “აიაქსში” გადასვლის სურვილი გააჩნია.

    ნიდერლანდული გუნდი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. გიორგის აგენტი ამსტერდამში იმყოფება და მხარეები მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

    ცნობისთვის, გიორგიმ ლიგა 1-ის მე-3 ტურის შეხვედრაში “კლერმონის” კარი აიღო.

    Facebook კომენტარები