• 28-08-2023
    "უმალვე აჩვენა, ვინ არის სერია ა-ს მეთაური" - რას წერს იტალიური მედია ხვიჩაზე
    "უმალვე აჩვენა, ვინ არის სერია ა-ს მეთაური" - რას წერს იტალიური მედია ხვიჩაზე

    როგორც იცით, სერია ა-ს მეორე ტურში "ნაპოლისა" და "სასუოლოს" შეხვედრა შედგა, სადაც მასპინძლებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს.

    აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და სულ რამდენიმე წუთში საგოლე გადაცემაც მიითვალა.

    იტალიური მედია ახალ სეზონში კვარას პირველ თამაშს ასე გამოეხმაურა:

    "Tuttonapoli": "მოედანზე შემოსვლიდან უმალვე აჩვენა, ვინ არის სერია ა-ს მეთაური".

    "Calcionapoli1926": "მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუთში დი ლორენცოს გასაგიჟებელი საგოლე პასი გაუკეთა. მისი ხარისხი საშუალოზე მაღალია".

    "Tuttomercatoweb": "როგორც კი შემოვიდა, მოედანზე ცეცხლი დაანთო. უმაღლესი კლასის ფეხბურთელია".

    "Eurosport": "უკეთეს დებიუტს ვერც ინატრებ, მისი წყალობით "ნაპოლის" უპირატესობა კომფორტული გახდა".

    Facebook კომენტარები