24-06-2022

ნოდარ ქავთარაძე ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა

ავტორი
29 წლის ფეხბურთელი, ნოდარ ქავთარაძე ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნოდარმა "საბურთალო" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და ქუთაისის "ტორპედოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
გამოცდილმა ფეხბურთელმა ქუთაისურ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და აქტიურად ვარჯიშიც დაიწყო.
29 წლის შემტევი "ტორპედოში" 38 ნომრიან მაისურს მოირგებს.
ცნობისთვის, ნოდარს კახა ჩხეტიანის გუნდში 2019 წელს უთამაშია, სადაც 20 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები