

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვენიასთან ანგარიშით 88:67 დამარცხდა.
ნაკრების თავკაცმა, ილია ზუროსმა მსაჯების არასწორ გადაწყვეტილებებსა და თვითონ თამაშზე კომენტარი გააკეთა:
"პირველ რიგში, ვულოცავ სლოვენიის ნაკრებს. მათ დღეს უკეთ ითამაშეს. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მომდევნო თამაშზე უნდა ვიფიქროთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, შესაძლებლობა გვაქვს, რომ საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ. ტრავმები უნდა მოვიშუშოთ. რთული შეხვედრა იყო, რომელშიც ბევრი ჯარიმა დაფიქსირდა."
"მსაჯების შესახებ არაფრის თქმა მინდა, რადგან ის, რაც იქ მოხდა, სხვამ უნდა განსაჯოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ერთქულიანებს პირველ ტაიმში 26-6-ზე. ერთ მხარეს დანიშნული არასპორტული ფოლი და მეორე მხარეს - არა, ტექნიკური ერთ მხარეს და მეორე მხარეს - არა. მე არაფერი მაქვს სათქმელი, ეს ჩემი საქმე არ არის, ეს სხვამ უნდა შეამოწმოს. ჩემი საქმეა გუნდთან ერთად მუშაობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ვიღაცამ უნდა შეამოწმოს ის, რაც დღეს მოხდა", - განაცხადა ზუროსმა.