• 24-06-2022
    ჯონ ვან ლოენი თბილისის “ლოკომოტივს” ჩაიბარებს
    ჯონ ვან ლოენი თბილისის “ლოკომოტივს” ჩაიბარებს

    57 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი, ჯონ ვან ლოენი თბილისის "ლოკომოტივს" ჩაიბარებს. ინფორმაციას თბილისური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსანდრე ინწკირველი ჩაანაცვლა.


    ჯონ ვან ლოენი საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ, მწვრთნელის რანგში კი "უტრეხტის" ასაკობრივ გუნდებში უთამაშია.


    თბილისის "ლოკომოტივი" კი ძალიან მძიმე სიტუაციაში იმყოფება. დედაქალაქური გუნდი ეროვნულ ლიგაში ბოლო, მე-10 პოზიციას იკავებს.

    Facebook კომენტარები