24-06-2022

გორის “დილამ” და “გაგრამ” ქულები გაიყვეს

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში გორის "დილამ" შინ "გაგრა" მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მატჩის 48-ე წუთზე მათე ვაწაძემ ანგარიში გახსნა, შეხვედრის 88-ე წუთზე კი ვაგნერ გონსალვეშმა სხვაობა გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გორის "დილა" ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებს, გაგა კირკიტაძის გუნდი კი მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
ცნობისთვის, ანდრეი დემჩენკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, "გაგრა" კი თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები