• 29-08-2023
    ვინ შეხვდება საქართველოს მე-2 რაუნდში გასვლის შემთხვევაში - ორივე ნაკრები გაირკვა
    ვინ შეხვდება საქართველოს მე-2 რაუნდში გასვლის შემთხვევაში - ორივე ნაკრები გაირკვა

    მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. დღეს დასრულდა საქართველოს ნაკრების ქომაგთათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, E ჯგუფის მატჩები და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ორივე გუნდიც გაირკვა.

    პირველი პოზიცია გერმანიის ეროვნულმა გუნდმა დაიკავა. "ალემანებმა" დღეს ფინეთს გამანადგურებელი სხვაობით, 101:75 მოუგეს და ჯგუფში 3-დან 3 გამარჯვება იზეიმეს. მსგავსი რამ ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა.

    მეორე ადგილი ავსტრალიის ნაკრებს ერგო. დღეს რომ "კენგურუები" დამარცხებულიყვნენ, იაპონიის ნაკრებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადასვლის შანსიც ექნებოდა, მაგრამ ავსტრალიამ საქმე პირველივე ტაიმში მოაგვარა. საბოლოო ანგარიშად 109:89 დაფიქსირდა.

    ასე და ამგვარად, გერმანია და ავსტრალია უკვე მეორე ჯგუფურ ეტაპზე არიან და ახლა F ჯგუფის დახურვას ელოდებიან. ერთი გუნდი იქიდან უკვე გასულია - ლუკა დონჩიჩის სლოვენიას პირველობაც განაღდებული აქვს.

    რაც შეეხება საქართველოს, მათ გადამწყვეტი მატჩი ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ ელით. "ჯვაროსნები" სამხრეთამერიკელებს ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათიდან შეერკინებიან.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები