• 22-03-2022
    რამდენად გაიზარდა მამარდაშვილის ფასი - Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები
    რამდენად გაიზარდა მამარდაშვილის ფასი - Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები
    ავტორი
    Aa

    სეზონის შუა პერიოდში უთამაშებლობის გარდა, გიორგი მამარდაშვილის ესპანური კარიერა შესანიშნავად მიდის. მან ლა ლიგის საწყის ტურებში "ღამურების" კარი კარგად დაიცვა, ბოლო პერიოდში კი კვლავ მოახერხა მთავარი კიპერის სტატუსის დაბრუნება.


    Transfermarkt-მა, ტრადიციულად, ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები გამოაქვეყნა, ცვლილებები კი საქართველოს ნაკრების მეკარესაც შეეხო. 


    აქამდე, გიორგის ფასი 3 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ, ამჟამად, მამარდაშვილი 5 მილიონადაა შეფასებული. ის ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა.


    მიმდინარე სეზონში, მან ლა ლიგაში 12-ჯერ იასპარეზა, 6-ჯერ კარის შენახვა კი მშრალად შეძლო.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა