UFC-ის მფლობელმა, დანა უაითმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა:
“ყველამ, ვინც ამ დარბაზშია და ვინც ამ ვიდეოს უყურებს, იცის, თუ რას ვფიქრობ ამ სისულელეზე. ეს დამოკიდებულება მეზიზღება! საერთოდ რისთვის მოდიან ამ სპორტში ადამიანები, ვისაც მერაბის მსგავსი მენტალიტეტი აქვთ. "არ ვფიქრობ ტიტულზე", "არ მინდა ჩემპიონობა", "ჩვენ მეგობრები ვართ", "ისა ვართ, ესა ვართ". ამ სპორტში ძალიან ბევრ ადამიანთან შეგვიძლია მეგობრობა, რადგან ბევრი ღირსეული ადამიანი ასპარეზობს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ სპორტში საუკეთესოს მეგობრობა არ განსაზღვრავს. თუ შენ არ გინდა იმის გარკვევა, თუ ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო, UFC შენთვის შესაფერისი ადგილი არ არის. ამ შემთხვევაში სხვა ადგილი უნდა მოძებნო, ჩხუბი ყველგან შეგიძლია და არც არაფერს გკითხავენ. ასეთი მიდგომა ჩვენთან არ იმუშავებს”. - განაცხადა დანა უაითმა.
ცხადია, მიუხედავად ამისა, მერაბ დვალიშვილი ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლას არ აპირებს.