• 25-06-2022
    იმრან ულად-ომარი თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია
    იმრან ულად-ომარი თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია

    24 წლის მაროკოელი ნახევარმცველი, იმრან ულად-ომარი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    გავრცელებული ცნობებით მაროკოელმა ფეხბურთელმა, "როტორი" დატოვა და თბილისის "დინამოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.


    საგულისხმოა, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე საკმაოდ ძლიერი შევსება მიიღო.


    ცნობისთვის, იმრან ულად-ომარი საქართველოში აქამდეც თამაშობდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.


    Facebook კომენტარები