25-06-2022

მათე ვაწაძემ “გაგრა” დატოვა

ავტორი
33 წლის თავდამსხმელმა, მათე ვაწაძემ "გაგრა" დატოვა. ინფორმაციას აფხაზური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საგულისხმოა, რომ მათესთან ერთად გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი მოთამაშე, სოლომონ კვერკველიაც დაემშვიდობა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათე ვაწაძე დიდი ალბათობით ბათუმის "დინამოს" უახლოეს დღეებში შეუერთდება.
ცნობისთვის, 33 წლის ფეხბურთელმა "გაგრაში" ჩატარებულ 19 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა და გუნდს უძვირფასესი ქულები მოუპოვა.
ტეგები:
Facebook კომენტარები