• 12-06-2023
    "ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის დიდი პატივია" - რა თქვა მამარდაშვილმა
    "ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის დიდი პატივია" - რა თქვა მამარდაშვილმა

    როგორც მოგეხსებებათ, საქართველოსა და რუმინეთში 21-წალმდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება. 

    საქართველოს ასაკობრივ გუნდში გამოძახებულები არიან ისეთი ფეხბურთელები რომლებიც ეროვნული ნაკრების მთავარ მამოძრავებელ ძალად ითვლებიან. ერთ-ერთმა მათგანანმა, გიორგი მამარდაშვილმა ჟურნალისტებთან, განვლილი სეზონი შეაჯამა და ახლო მომავალზე ისაუბრა: 

    "რთული სეზონი იყო, "ვალენსიაში" ყველა მატჩი ვითამაშე, რამდენიმე მწვრთნელი გამოვიცვალეთ, თუმცა საბოლოოდ ლა ლიგაში დავრჩით, რაც, საკმაოდ გაგვირთულდა" 

    "ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის დიდი პატივია, 21-წლამდელთა ნაკრები რთულ ჯგუფშია, თუმცა ისეთი ფეხბურთელები ვართ შეკრებილი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ და ქართველი ხალხი გავახაროთ", - განაცხადა "ღამურების" კიპერმა. 

    Facebook კომენტარები