• 01-09-2023
    დემჩენკო: "გვსურს ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს წავიდეთ"
    დემჩენკო: "გვსურს ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს წავიდეთ"
    ავტორი
    Aa

    დინამო ბათუმის ახალმა მთავარმა მწრთვნელმა, ანდრე დემჩენკომ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "ამ კლუბში განვითარებულია ინფრასტრუქტურა, არის ბრწყინვალე ბაზა, საწვრთნელი მოედანი, ევროპული ქალაქის სტადიონი. ყველაფერი შეესაბამება სტატუსს.

    "დინამო ბათუმმა ევროთასებზე გამოსვლა დაასრულდა და გია გეგუჩაძეს დაემშვიდობა. ამის შემდეგ დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს გუნდის ჩაბარება. დავთანხმდი. დინამომ ჩემს სანაცვლოდ კომპენსაცია გადაიხადა.

    "ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა. გუნდი პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს, თუმცა მთავარი ბრძოლა წინაა.

    "ასევე გვსურს, მაქსიმალურად შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე და თუკი ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებით, ძალიან კარგი იქნება", - თქვა უკრაინელმა.

    Facebook კომენტარები