29-06-2022

ოფიციალურად: ხესე როდრიგესი და გიორგი ბერიძე თანაგუნდელები იქნებიან

ავტორი
29 წლის ესპანელი ფეხბურთელი, ხესე როდრიგესი კარიერას "ანკარაგუჯუში" გააგრძელებს. ინფორმაციას თურქული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ესპანელმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 1+1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შედეგად, 29 წლის ფეხბურთელი ქართველი თავდამსხმელის, გიორგი ბერიძის თანაგუნდელი იქნება.
გიორგი "ანკარაგუჯუს" სწორედ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა.
ცნობისთვის, ხესეს კარიერის მანძილზე მადრიდის "რეალში" პსჟ-ში "ლას პალმასში", "სტოკ სიტიში" "სპორტინგსა" და "ბეტისში" უთამაშია.
𝓙𝓮𝓼𝓮́ 𝓡𝓸𝓭𝓻𝓲𝓰𝓾𝓮𝔃
— MKE Ankaragücü (@Ankaragucu) June 28, 2022
Ankaragücümüzde! 💛💙
🔗 https://t.co/O4VKUMP59n@JeseRodriguez10 💪 pic.twitter.com/OwRgNrxSOv
ტეგები:
ქართული ფეხბურთი / ეროვნული ნაკრები / ლეგიონერები / ჩემპიონატები / პრემიერ ლიგა / ლა ლიგა / ლიგა 1 / რეალი / პსჟ
Facebook კომენტარები