• 30-06-2022
    ოფიციალურად: თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
    ოფიციალურად: თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს

    54 წლის ქართველი სპეციალისტი, თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს. ინფორმაციას კვიპროსის ფეხბურთის ასოციაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    გავრცელებული ცნობებით, გამოცდილმა სპეციალისტმა კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტს ხელი 2026 წლის ზაფხულამდე მოაწერა.


    54 წლის ქეცბაიამ რამდენიმე კვირის წინ "ანრთოსისის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.


    შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ფამაგუსტურ გუნდს 2019-2022 წლებში წვრთნიდა და გუნდს ქვეყნის თასიც მოაგებინა.


    ცნობისთვის, კვიპროსი თემურისთვის პირველი სანაკრებო გამოცდილება არ იქნება. 54 წლის სპეციალისტს საქართველოს ნაკრებშიც უმუშავია.

    Facebook კომენტარები