• 04-09-2023
    “სპეციას” მწვრთნელი: “გელაშვილი ამიტომ შევცვალე”
    “სპეციას” მწვრთნელი: “გელაშვილი ამიტომ შევცვალე”

    როგორც მოგეხსენებათ, სერია B-ს მე-3 ტურის შეხვედრაში “სპეციამ” წინ “კომო” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

    აღნიშნულ მატჩში “სპეციას” შემადგენლობაში ქართველი მცველის, ივა გელაშვილის დებიუტი შედგა.

    “სპეციას” მთავარმა მწვრთნელმა, მასილიმიანო ალვინიმ გელაშვილის შესახებ ისაუბრა:

    “დღეს დაცვაში კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა დამერწმუნეთ, რომ ამ კომპონენტს გავაუმჯობესებთ. გელაშვილმა დიდი ხნის შემდეგ პირველად ითამაშა, პირველი ტაიმის ბოლოს ის არ იმყოფებოდა ოპტიმალურ კონდინციებში, ამიტომ შევცვალე. დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ იხილავთ დაბალანსებულ სპეციას. მიუჰლი და გელაშვილი კარგი ფეხბურთელები არიან, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თამაშს მალე დახვეწავენ. ცხადია, გარკვეულ ტაქტიკას უნდა მოერგონ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოერგებიან და ადაპტაციას მალე გაივლიან”. - განაცხადა ალვინიმ.

    ცნობისთვის, “სპეცია” სერია B-ში მე-18 ადგილზე იმყოფება.

    Facebook კომენტარები