• 04-09-2023
    ორიჯი პრემიერ ლიგაში ბრუნდება! - დივოკი “ნოტინგემ ფორესტში” ითამაშებს
    ორიჯი პრემიერ ლიგაში ბრუნდება! - დივოკი “ნოტინგემ ფორესტში” ითამაშებს

    28 წლის ბელგიელი ფეხბურთელი, დივოკ ორიჯი კარიერას “ნოტინგემ ფორესტში” გააგრძელებს. ინფორმაციას ბრიტანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    გამოცდილი მოთამაშე ინგლისურ გუნდში 1 წლიანი იჯარით ითამაშებს, “ნოტინგემ ფოტესტს” ფეხბურთელის 4.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

    ხელფასის 100%-ს “ნოტინგემ ფორესტი” დაფარავს.

    ცნობისთვის, ორიჯი გასულ სეზონში “მილანში” ასპარეზობდა, სადაც 36 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები