• 04-09-2023
    "ბარსელონა" და ჩავი შეთანხმდნენ - დეტალები
    "ბარსელონა" და ჩავი შეთანხმდნენ - დეტალები

    "ბარსელონა" და ჩავი ერნანდესი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, - იუწყება Marca.

    წყაროს თანახმად, ესპანელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

    მართალია, ჯერ უცნობია, როდის გაოფიციალურდება აღნიშნული ამბავი, თუმცა კონტრაქტის ყველა პირობა უკვე შეთანხმებულია. ერთადერთი, რაც დარჩენილია, სპორტულ დირექტორს, დეკუსა და ჩავის აგენტს შორის გარკვეულ დეტალებზე მორიგებაა.

    ადრე დაიწერა, რომ "მაესტრო" სამწვრთნელო შტაბის წევრებისთვის ითხოვდა ხელფასის გაზრდას და ამ თხოვნას არ უკმაყოფილებდნენ, თუმცა Marca ამას არ ადასტურებს.

    ჩავი "ბარსელონას" პირველ გუნდს 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. "ბლაუგრანას" მან ესპანეთის სუპერთასი და ლა ლიგა მოაგებინა.

    Facebook კომენტარები