• 05-09-2023
    მორიგი აღიარება! - ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    მორიგი აღიარება! - ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, გრაცის “შტურმის” ქართველმა ლეგიონერმა, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრაში “ალტახის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

    გავლენიანი გამოცემა Sofascore-ს ვერსიით 8.3 შეფასება დაიმსახურა, რის შედეგადაც ყურის სიმბოლურ გუნდშიც მოიპოვა ადგილი.

    ოთარის შეფასება სიმბოლურ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

    ცნობისთვის, ოთარის გუნდის 6 ტურის შემდეგ 16 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-2 ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები