• 02-07-2022
    "ის ქართველი დენილსონია" - როგორ ეხმაურებიან რუსები ხვიჩას ტრანსფერს
    "ის ქართველი დენილსონია" - როგორ ეხმაურებიან რუსები ხვიჩას ტრანსფერს

    იტალიურმა "ნაპოლიმ" გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა. 21 წლის გარემარბის "პარტენოპეიში" გადაბარგება დიდი ხნის გარკვეული ამბავი იყო, თუმცა ამ საგას საბოლოო წერტილი გუშინ დაესვა.


    კვარას ნეაპოლიტანურ გრანდში გადაბარგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. ყაზანის "რუბინისა" და სხვა რუსული კლუბების ქომაგებმა სოციალურ ქსელში საინტერესო კომენტარები დატოვეს:


    "წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას "ნაპოლიში"! იგი უნიჭიერესი ბიჭია."


    "სერია ა-ს მცველები თავის ჩამოხჩობას გადაწყვეტენ. ქართველი დენილსონი მათ ბევრჯერ დაამცირებს."


    "იმედია, მისი კარიერა კრასიჩის "იუვენტუსში" წასვლას არ დაემსგავსება. ხვიჩა ტრავმებმა არ უნდა შეაწუხონ."


    "წარმატებები, ხვიჩა! ვიმედოვნებ, ეს ქართული ფეხბურთის ხელახალი გაძლიერების დასაწყისი იქნება. მადლობას ვუხდი დავით ყიფიანს, ვიტალი დარასელიას, ოთარ გაბელიას, ალექსანდრე ჩივაძეს, რევაზ ჩელებაძეს, რამაზ შენგელიასა და ვლადიმერ გუცაევს. მათი თამაში მუდამ მემახსოვრება."


    "ვერ ვხვდები, ბათუმის "დინამომ" როგორ შეძლო მისი უფასოდ გაფორმება. მათ რიგებში ხვიჩამ ნახევარი სეზონი გაატარა და ასეთ ფასად გაყიდეს. მსუბუქად რომ ვთქვა, არც ისე სამართლიანია."


    შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ტრანსფერი ნეაპოლურ გუნდს 15 მილიონი ევრო დაუჯდა. "დინამო ბათუმის" მაისურით კვარაცხელიამ 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 2 ასისტი.

    Facebook კომენტარები