02-07-2022

ქინქლაძის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა კვარაცხელია მასზე უკეთესი მოთამაშე

ავტორი
ქინქლაძე: "კვარაცხელიას დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყველა უნარი აქვს"
კვარაცხელია: "ნაპოლიში" წასვლა სპალეტისთან საუბარმა გადამაწყვეტინა"
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ "ნაპოლში" ტრანსფერი ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა.
21 წლის გარემარბის ნეაპოლში გადაბარგებას ქართული ფეხბურთის უამრავი ლეგენდა გამოეხმაურა. მათ შორისაა ლეგენდარული გიორგი ქინქლაძეც, რომელმაც შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა:
"კვარაცხელიას წარმატებებს ვუსურვებ და მსურს, მან ჩემზე დიდი ფეხბურთი ითამაშოს, რისი პოტენციალიც აქვს.
ხვიჩას მცველების მოტყუება უყვარს, მოედნის ხედვაც დიდებული აქვს და ყველაფერი აქვს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
არის თუ არა ჩემზე უკეთესი მოთამაშე? ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, ეს კითხვა კვარას დაუსვით."
შეგახსენებთ, რომ რუს იუთუბერ ნობელ არუსტამიანთან ჩაწერილ ინტერვიუში კვარაცხელიამ თავის საყვარელ ფეხბურთელად სწორედ ქინქი დაასახელა.
ტეგები:
Facebook კომენტარები