• 05-09-2023
    დასაფასებელი ქმედება - რაზე თქვა რამოსმა უარი "სევილიაში" დაბრუნების სანაცვლოდ
    დასაფასებელი ქმედება - რაზე თქვა რამოსმა უარი "სევილიაში" დაბრუნების სანაცვლოდ
    Author of the article
    Aa

    უკვე ოფიციალურად - მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტანი, სერხიო რამოსი "სევილიას" ფეხბურთელია.

    37 წლის ლეგენდარულმა მცველმა "პარის სენ-ჟერმენის" უფასოდ დატოვების შემდეგ, ახალი, 1-წლიანი კონტრაქტი სწორედ ანდალუსიურ კლუბთან გააფორმა.

    აღსანიშნავია, რომ კაპის "სევილიაში" გადასვლამდე არაერთი მსურველი ჰყავდა.

    კერძოდ, როგორც მედიაში წერდნენ, ესპანელი მოთამაშის გადაბირება რამდენიმე არაბულ გუნდს სურდა, რომლებიც მას უდიდეს ხელფასს სთავაზობდნენ.

    მიუხედავად ამისა, რამოსმა მაინც ევროპაში დარჩენა და მშობლიურ კლუბში ასპარეზობა აირჩია.

    აქვე გეტყვით, რომ "პსჟ"-ს დატოვების შემდეგ, სერხიო "სევილიაში" თამაშის სანაცვლოდ 1 მილიონ ევრო წლიურ ანაზღაურებას დასთანხმდა.

    Facebook კომენტარები