• 02-07-2022
    “სამგურალმა” თბილისის “ლოკომოტივი” დაამარცხა
    “სამგურალმა” თბილისის “ლოკომოტივი” დაამარცხა

    ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში წყალტუბოს "სამგურალმა" შინ თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.


    შეხვედრის 37-ე წუთზე შოთა შეყილაძემ თბილისელები დააწინაურა. მატჩის მე-40 წუთზე დავით მაისაშვილმა სხვაობა გაათანაბრა.


    შეხვედრის 65-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ წყალტუბოელები დააწინაურა, მატჩის 71-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ სხვაობა გაზარდა, მატჩის მიწურულს კი ანდრია დევდარიანმა მშვენიერი სადებიუტო გოლი გაიტანა.


    გიორგი მიქაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებს, "ლოკომოტივი" კი ბოლო ადგილზე იმყოფება.


    ცნობისთვის, წყალტუბოს "სამგურალი" მომდევნო შეხვედრას "თელავის" წინააღმდეგ გამართავს, დედაქალაქური გუნდი კი "გაგრას" დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა