• 06-09-2023
    რუდი გარსიამ გადაწყვეტილება მიიღო - ვინ იქნება მთავარი პენალტისტი "ნაპოლიში"
    რუდი გარსიამ გადაწყვეტილება მიიღო - ვინ იქნება მთავარი პენალტისტი "ნაპოლიში"
    Author of the article
    Aa

    იტალიური გამოცემა "Gazzetta dello Sport"-ი "ნაპოლის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" მთავარმა მწრთვნელმა, რუდი გარსიამ სტანდარტების შემსრულებელზე გადაწყვეტილება მიიღო.

    როგორც ირკვევა, ფრანგი სპეციალისტი გუნდის პენალტისტად და კუთხურების ჩამომწოდებლად ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავს.

    იწერება, რომ მიუხედავად წინა სეზონში გაფუჭებული მნიშვნელოვანი პენალტისა, რუდი ქართველისადმი ნდობას მაინც არ კარავს.

    ასე და ამგვარად, ამ სეზონშიც "ნაპოლის" თერთმეტმეტრიანების მთავარ შემსრულებლად კვლავ ხვიჩა მოგვევლინება.

    Facebook კომენტარები