• 03-07-2022
    "ამას ვერ გავაკეთებდი" - ხვიჩა "რუბინიდან" წასვლას იხსენებს
    "ამას ვერ გავაკეთებდი" - ხვიჩა "რუბინიდან" წასვლას იხსენებს

    რუს იუთუბერ ნობელ არუსტამიანისთვის მიცემულ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინიდან" წასვლის ამბავი გაიხსენა.


    "ფეხბურთი არის სპორტი, თუმცა მიმაჩნია, რომ სლუცკიმ და საიმანოვმა გამიგეს. უპირველეს ყოვლისა, მათ ვუთხარი, რომ ჩემთვის მთავარი ოჯახია. მათი პასუხი ასეთი იყო: "მოიქეცი ისე, როგორც შენთვის უკეთესი იქნება."


    ბევრი რამ ხდებოდა. მწერდნენ კიდეც, თუმცა თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ იქ არ დავრჩებოდი.


    ორი შეხვედრა იყო დარჩენილი და ვთქვი, რომ ამ შეხვედრებს ჩავამთავრებდი, გუნდს დავეხმარებოდი. ეს იმიტომ, რომ "რუბინმა" ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. "რუბინი" და ყაზანი ძალიან მიყვარს. 


    ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამ ორ მატჩში უნდა მეთამაშა, რადგან არ იქნებოდა ლამაზი, პირდაპირ მეთქვა, წავედი-მეთქი და წავსულიყავი. ამ ბიჭების გვერდით 2 წელი ვითამაშე და ასე ვერ მოვიქცეოდი." - თქვა ხვიჩამ.


    შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ "რუბინი" ამა წლის მარტში დატოვა. იგი "დინამო ბათუმს" შეუერთდა, საიდანაც იტალიურმა "ნაპოლიმ" შეიძინა.

    Facebook კომენტარები