• 04-07-2022
    ანტონ თოლორდავა კარიერას “რადნიჩკიში” გააგრძელებს
    ანტონ თოლორდავა კარიერას “რადნიჩკიში” გააგრძელებს

    25 წლის მცველი, ანტონ თოლორდავა კარიერას "რადნიჩკიში" გააგრძელებს. ინფორმაციას "თელავი" ოფიციალურად ადასტურებს.


    საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი სერბულ გუნდს სწორედ "თელავიდან" შეუერთდა.


    "თელავი" კიდევ ირმა ფეხბურთელმა, ბიძინა მახარობლიძემ და გიორგი ქანთარიამ დატოვეს. ეს უკანასკნელი კარიერას "კაპაზში" განაგრძობს, მახარობლიძე კი ჯერჯერობით უგუნდოდაა.


    საგულისხმოა, რომ ანტონის ახალი გუნდი სერბეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.


    ცნობისთვის, ანტონ თოლორდავამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა