

30 წლის მცველი, სოლომონ კვერკველია კარიერას ბაქოს "ნეფტჩიში" გააგრძელებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილი ფეხბურთელი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ქართველმა ფეხბურთელმა აზერბაიჯანულ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და სამედიცინო შემომწემებაც გაიარა.
"ნეფტჩი" აზერბაიჯანის ჩემპიონატჩი მეორე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ საბა კვერკველია გასულ სეზონში იჯარის წესით "გაგრას" ღირსებას იცავდა, სადაც 12 შეხვედრაც ჩაატარა.
ასევე, გამოცდილმა ფეხბურთელი გასულ სეზონის შუა ნაწილში უკრაინულ "მეტალისტში" ჩაირიცხა, თუმცა საომარი სიტუაციის გამო თამაში ვერ მოახერხა.
🎥 🇬🇪 Xoş gəldin, Solomon Kvirkveliya!
— Neftçi PFK (@PFC_Neftchi) July 3, 2022
➡️ https://t.co/WHWCsKCjYM#SolomonKvirkveliya #Transfer #NeftçiTV #Neftçi